თევზის ჩახოხბილი

ქარიყლაპია, ლოქო, წვერა, კობრი ან სხვა რომელიმე თევზი გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი და დავაწყოთ ღრმა ტაფაზე. მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, დავასხათ ზეთი და 2 ჩაის ჭიქა პამდვრის წვენი; ჩავაყოლოთ სტაფილო, დაფნის ფოთოლი, 20-25 მარცვალი შავი პილპილი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე. მოხარშული თევზის ნაჭრები დავალაგოთ ღრმა ლანგარზე და ზედ მოვასხათ თავისივე წვენი.

მასალა:

თევზი – 1 კილოგრამი

ხახვი – 3 თავი

დაფნის ფოთოლი – 3-4 ცალი

სტაფილო – 200 გრამი

ზეთი – 100 გრამი

პამიდვრის წვენი – 2 ჩაის ჭიქა

ქინძი, ოხრახუში – 3-3 ძირი

შავი პილპილი – 25 მარცვალი

მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...