თევზის საცივი

გასუფთავებული, გარეცხილი თევზი ნახევრად მოვხარშოთ და მერე შევწვათ. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი ნიორთან და ყვითელ ყვავილთან ზაფრანა ერთად და მოვხადოთ ზეთი. ცალკე დავნაყოთ ქინძის თესლი, წიწაკა, ქონდარი, ნედლი ოხრახუში, ცოტა მარილი და კარგად ავურიოთ დანაყილ ნიგოზში, გავხსნათ ძმარში და თევზის ბულიონის ზედაპირიდან მოხდილ სიმსუქნეში. ბულიონი ჩავასხათ სუფთა ქვაბში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი,დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე,შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ავურიოთ შიგ კარგად გათქვეფილი კვერცხის გული.

შემწვარი თევზი ლანგარზე მოვათავსოთ და დავასხათ ზედ ცხელი საცივი, როცა შეგრილდება, სუფრაზე მიტანი წინ მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

საჭირო მასალა:

» თევზი _ 1 კილო

» ნიგოზი _ 1,5 ჩაის ჭიქა

» ძმარი _ 0,5 ჩაის ჭიქა

» ხახვი _ 5 თავი

» ნიორი _ 2 კბილი

» კვერცხი _ 3 ცალი

» ქონდარი _ 2 ძირი

» ოხრახუში _ 2 ძირი

» ქინძი გემოვნებით

» წიწაკა გემოვნებით

» მარილი გემოვნებით

…..

წყარო: http://gigol.net/?cat=4

Share on Facebook
Facebook
Share this...