თავადური

მას: 1კგ საქონლის ხორცი (ფარში), 3-4ც კვერცხი, 150გრ მაიონეზი, 3ს/კ ტომატი, 3ც ხახვი,3კბ ნიორი, 1კონა ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავლი, ხმელი ქინძი,მარილი,ზეთი. მომზ: ფარშის ნახევარი ტაფაზე მოათავსეთ,ზემოდან დააწყვეთ მოხარშული, შუაზე გაჭრილი კვერცხები, გადაუსვით მაიონეზი,მოაყარეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი. მოასხით ტომატი, რომელშიც წინასწარ არის სუნელები და დანაყული ნიორი შერეული. ზემოდან კი დარჩენილი ფარში მოაყარეთ, გადაუსვით ზეთი და ჰაერღუმელში გამოაცხეთ 30წთ.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...