გოზინაყის მომზადება

1. პირველ რიგში ავიღოთ ნიგოზი, ან ნუში, ან თხილი ან ყველაფერი ერთად – 300 გრამი  ეს თხილეულობა დავჭრათ .

2. ავიღოთ ქვაბი, ჩავასხთ შიგნი 60 გრ თაფლი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე. გვერდით მოვიდოთ ერთი ჭიქა ცივი წყალი და შიგ და შიგ თაფლი ვაწვეთოთ. როცა ცივ წყალში ჩასხმული თაფლი კარგად შეკრული მოგეჩვენებათ, ესეიგი ის მზადაა თხილეულობის ჩასაყრელად. (4-5 წუთი დაბალ ცეცხლზე უნდა ვადუღოთ თაფლი).

3. ჩაყრით თხილეულობას ქვაბში და მოურეთ კარგად, დაამატეთ მწიკვი ვანილი, მწიკვი დარიჩინი და ნახევარი კოვზი შაქრის პუდრა. ძაალიან კარგად ურიეთ ნელ ცეცხლზე ასე 2-3 წუთი. შემდეგ გადმოიღეთ წინასწარ მომზადებულ ლანგარზე.

4. სველი კოვზით კარგად გადაანაწილეთ მასა ზედაპირზე.

5. დადეთ ცივ ადგილას და დაელოდეთ გაცივებას. შემდეგ დაჭერით რომბებად ან როგოც გინდათ

წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

Share on Facebook
Facebook
Share this...