გერმანული შნიცელი

მასალა: 2-2,5კგ ხბოს ხორცი, 2 ცალი კვერცხი, 1კგ კარტოფილი, 3-4 სადილის კოვზი ფქვილი, 2 სადილის კოვზი ერბო, 2-3 თავი ხახვი, 3-4 ცალი ლიმონი, მარილი და პილპილი.

ხორცი დაჭერით წვრილ მოგრძო ნაჭრებად. ამოავლეთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ-ფქვილში. ხახვი ძალიან წმინდად დაჭერით და ერბოში მოხრაკეთ, ჩააწყეთ შიგ დაჭრილი ხორცი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და ერთხანს მაღალ ცეცხლზე წვით, შემდეგ კი-ნელზე. გადმოიღეთ თეფშზე, მოაწყეთ კანგაცლილი და წვრილად დაჭრილი ლიმონი, შემოუწყეთ ირგვლივ ერბოში შემწვარი კარტოფილი და მიირთვით.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...