ბრინჯის ტკბილი ფლავი (1)

ქვაბში აადუღეთ (საკმაო რაოდენობით) მარილიანი წყალი, ჩაყარეთ გარეცხილი ბრინჯი და ნახევრად მოხარშეთ. გადაწურეთ თუშფალანგზე, მოასხით ცივი წყალი. პატარა ქვაბში აადუღეთ 1,5 ჩაის ჭიქა ზეთი, მდუღარეში ჩაყარეთ 2 ჩაის ჭიქა ქიშმიში და ისევ ადუღეთ 1-2 წუთი.

თუჯის ან სქელძირიან ალუმინის ქვაბში ჩაასხით ცოტაოდენი ზეთი (ქიშმიშიანი ზეთიდან). ქვაბის ძირი მოფინეთ ბრტყლად დაჭრილი ვაშლით, ან კომშით (კანიანად). მოაყარეთ გაწურული ბრინჯის ნაწილი, ზეთიანი ქიშმიში და 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი. ასე გაიმეორეთ ფენები ბრინჯის დამთავრებამდე. ბოლოს მოაყარეთ დარჩენილი ქიშმიში ზეთიანად. სახურავს მოახვიეთ ტილო, მჭიდროდ დაახურეთ ქვაბს და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, ბრინჯის მოხარშვამდე. ფლავი შეგიძლიათ გაალამაზოთ თეთრი ბლის, საზამთროს, კომშის ან თქვენთვის სასურველი მურაბით.

მასალა:

ბრინჯი – 1 კგ.

ზეთი – 1,5 ჩაის ჭიქა

ქიშმიში – 2 ჩაის ჭიქა

შაქრის ფხვნილი – 0,5 ჩაის ჭიქა

მარილი – 1 სუფრის კოვზი

ვაშლი – 4-5 ცალი

მურაბა – ნებისმიერი

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

Share on Facebook
Facebook
Share this...