ბორში სოკოთი

50 გრ ხმელი თეთრი სოკო, 600 გრ ჭარხალი, 400 გრ კომბოსტო, 150 გრ სტაფილო, 120 გრ თავი ხახვი, 100 გრ ტომატ-პიურე ან პომიდორი, 50 გრ მარგარინი, 1 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 1800 მლ სოკოს ნახარში, სანელებლები, მარილი – გემოვნებით.

გამხმარი თეთრი სოკოსაგან მოვხარშოთ სოკოს ბულიონი (იხ. რეცეპტი : კომბოსტოს მწნილისა და სოკოს სუპი). მოხარშული სოკო დავჭრათ ჩალისებურად. სტაფილო დავჭრათ ჩალისებურად და ოხრახუშთან ერთად ოდნავ მოვშუშოთ. მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი მოვწვათ დაჭრილ სოკოსთან ერთად.

ჭარხალი გავფცქვნათ და მოვხარშოთ, ხარშვის დროს დავამატოთ ძმარი. მოხარშული ჭარხალი დავჭრათ ჩალისებურად.

სოკოს მდუღარე ბულიონში ჩავყაროთ ჩალისებურად დაჭრილი კომბოსტო, წამოვადუღოთ, დავამატოთ მოხარშული ჭარხალი, ტომატ-პიურე, მოშუშული სოკო, ხახვი, სტაფილო და ვხარშოთ მზადყოფნამდე. ხარშვის დამთავრებამდე 5-10 წუთით ადრე ბორშს დავამატოთ მოხალული ფქვილი, შაქარი, სანელებლები (სურნელოვანი პილპილი, დაფნის ფოთოლი), მარილი.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...