ბლინი (1)

ნახევარ ლიტრ წყალში გახსენით ფქვილი იმდენი, რომ თხელი არაჟნისმაგვარი მასა მიიღოთ. შეურიეთ ზეთი, მარილი და სოდა.

კარგად გააცხელეთ ტაფა, ზეთი მოუსვით ფუნჯით, თანაბრად მოასხით გამზადებული ცომი და შეწვით ორივე მხრიდან.

თითოეულ ბლინს ზემოდან გადაუსვით ნებისმიერი ხილის ჯემი და გადაახვიეთ (შეგიძლიათ მოაყაროთ მარტო შაქრის ფხვნილი და გადაახვიოთ).

მასალა:

წყალი – 0,5 ლ.

ფქვილი – რამდენიც საჭიროა

ზეთი შესაწვავად – 2-3 სუფრის კოვზი

ზეთი ცომში – 2 სუფრის კოვზი

მარილი, სოდა – დანის წვერით

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

Share on Facebook
Facebook
Share this...