ბადრიჯანი მეგრულად

ინგრედიენტები:

ბადრიჯანი 1 კგ.

ხახვი 3 – 4 ც.

მზესუმზირის ზეთი 300 გრ.

ძმარი 1 ს/კ.

ბროწეულის მარცვლები 1 ჩ/ჭ.

ნიორი, წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

დაჭერით ბადრიჯანი, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 1 სთ. შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი და გაწურეთ. ხახვი მოშუშეთ მზესუმზირის ზეთში. ჩაყარეთ ბადრიჯანი და შუშეთ. დაუმატეთ სუნელები, წვრილად დაჭრილი ნიორი, წითელი წიწაკა, ძმარი და ბროწეულის მარცვლები (თუ ბროწეული არ გაქვთ მაშინ ძმარი 2 ს.კ.). დაუმატეთ მარილი გემოვნებით და 4 – 5 წუთი კიდევ შუშეთ.

….

წყარო: http://lenta.ge/?cat=16

Share on Facebook
Facebook
Share this...