აჯაფსანდალი

ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და მოვაყაროთ მარილი. ასე გავაჩეროთ სამი-ოთხი საათი. ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავაყაროთ მარილმოყრილი და კარგად გაწურული ბადრიჯანი. როცა მოიშუშება, დავასხათ გაფცქვნილი, დაჭრილი პამიდორი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი, წიწაკა, რეჰანი, ქონდარი, ქინძი, ოხრახუში, ნიორი, ვადუღოთ კარტოფილის მოხარშვამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

მასალა:

ბადრიჯანი – 1 კილოგრამი

პამიდორი – 500-600 გრამი

კარტოფილი – 500 გრამი

ხახვი – 2-3 თავი

ზეთი – 4-5 სუფრის კოვზი

მწვანილი – 5-5 ძირი

ნიორი – 2 კბილი

მწვანე წიწაკა, მარილი – გემო

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...