გელაქნური გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად, ჩავდოთ ადუღებულ მარილწყალში და მოვხარშოთ. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. როცა მოიხარშება, ამოვალაგოთ ქაფქირით და დავაწყოთ თეფშზე. ნიგოზი, მარილი, ნიორი ერთად დავნაყოთ, გავხსნათ წყალში (არაჟნის სისქის) და მივიტანოთ მოხარშულ გელაქნურთან ერთად.
მასალა:
გელაქნური – 1 კილოგრამი
ნიგოზი – 200 გრამი
ნიორი – 2-3 კბილი
წყალი – 1,5 ჩაის ჭიქა
მარილი – გემოვნებით