ხაშლამა ბატკნის ხორცით

ბატკნის ხორცი ნაჭრებად დავჭრათ და გავრეცხოთ. ქვაბში ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ, ჩავყაროთ მარილი, დაჭრილი ბატკნის ხორცი და დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. როცა ხორცი მოიხარშება, ქაფქირით ამოვიღოთ და სუფრაზე ისე მივიტანოთ. ბატკნის ხორცი შეიძლება მოიხარშოს უმარილო წყალში და როცა ლანგარზე ამოვალაგებთ, მარილი ცხელ-ცხელს მოვაყაროთ.

საჭირო მასალა:

» ბატკნის ხორცი _ 1 კილო

» მარილი _ გემოვნებით

…..

წყარო: http://gigol.net/?cat=4