გასუფთავებული, გარეცხილი წიწილა შევწვათ ტაბაკად. ნიგოზი ნიორთან და მარილთან ერთად კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ადუღებულ ცივ წყალში. ცხელ-ცხელი შემწვარი წიწილა ნაჭრებად დავჭრათ, დავაწყოთ ლანგარზე და დავასხათ ზევიდან ნიგოზ-ნივრიანი საწებელი.
მასალა:
წიწილა
ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა
წყალი – 2 ჩაის ჭიქა
ნიორი – 6 – 7 კბილი
მარილი გემოვნებით
…
წყარო: http://www.mzareuli.com/