შემწვარი ქათამი ტყემლის წვენით

კარგად გასუფთავებულ, გარეცხილ ქათამს მოვაყაროთ მარილი და წამოვაგოთ შამფურზე; დავამაგროთ კისრით და ფეხებით, შევწვათ ნაკვერჩხალზე, თან შამფური სულ ვატრიალოთ. ქათამი კარგად რომ შეიწვება, გამოვაძროთ შამფურიდან და სუფრაზე მივიტანოთ ყოველგვარი საკაზმის გარეშე.

ცალკე მივიტანოთ ტყემლის საწებელა.

წყარო: http://www.mzareuli.com/