ფრანგული სუპი

მასალა: 3-3,5კგ ხორცი; 4 ცალი სტაფილო; 1 კონა ოხრახუში; 1 კონა ნიახური; 0,5კგ შავი პური; 3-4 ცალი ტკბილი ბოლოკი; 45-50 ფოთოლი ისპანახი; 6-7 ღერო სატაცური; 25-30გ მწვანე მუხუდო; ნახევარი კოვზი ერბო.

ხორცი მოხარშეთ და გადაწურეთ. კარგად გამხმარ შავ პურს დაასხით ცხელი ბულიონი, დაახურეთ ხუფი და ერთი საათი დადგით, რათა პური კარგად აფუვდეს. შემდეგ ეს მასა გადაწურეთ და ვერმიშელივით დაჭერით. გადაწურულ წვენში მოხარშეთ სტაფილო, ბოლოკი, ნიახური, სატაცური და მწვანე მუხუდო. ეს ყველაფერი მოათავსეთ პურთან ერთად. ერბოში ცალკე მოხრაკეთ ისპანახი და სუფრასთან მიტანამდე ნახევარი საათით ადრე საერთო მასას დაუმატეთ. კარგად აურიეთ და მიირთვით ცხელი.

წყარო: http://www.mzareuli.com/