საქონლის ტვინი

საქონლის ტვინს გადავავლოთ მდუღარე წყალი, გავასუფთავოთ კანისაგან, გავრეცხოთ ცივ წყალში და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვხრაკოთ ცხიმიან, გაცხელებულ ტაფაზე. როდესაც ოდნავ შეწითლდება, ჩავამატოთ კარაქში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, კამა, ოხრახუში და კიდევ გავაგრძელოთ შუშვა. შემდეგ მთლიანად გადავიღოთ ტაფაზე, ზევიდან მოვასხათ არაჟანთან ერთად გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. როცა მზად იქნება, სუფრაზე მიტანის წინ ზევიდან მოვასხათ დამდნარი კარაქი.

საჭირო მასალა:

» ტვინი _ 500 გრამი

» კარაქი _ 70 გრამი

» ხახვი _ 4 თავი

» არაჟანი _ 50 გრამი

» კვერცხი _ 3 ცალი

» მწვანილი _ გემოვნებით

» მარილი _ გემოვნებით

» შავი პილპილი _ გემოვნებით

…..

წყარო: http://gigol.net/?cat=4