მოშუშული ღვიძლი

ღვიძლი ნაჭრებად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ვშუშოთ, სანამ სითხეს არ შეიშრობს.

ცალკე ჭურჭელში მოვათავსოთ დაკეპილი ხახვი, დავუმატოთ ერბო ან რომელიმე ცხიმი და კარგად მოვშუშოთ. ავურიოთ ღვიძლში, დავამატოთ ცხიმი, მარილი, დანაყილი პილპილი და ერთად კარგად მოვშუშოთ.

მასალა:

საქონლის ხორცი – 1 კილოგრამი

ერბო ან სხვა ცხიმი – 100 გრამი

ხახვი – 500 გრამი

მარილი, პილპილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/