მოშუშული კომბოსტოს მწნილი სოკოთი

1 კგ კომბოსტოს მწნილი, 150 მლ სოკოს ნახარში, 60 გრ სოკო, 100 გრ დაჭრილი თავი ხახვი, 50 გრ მარგარინი ან სამარხვო კარაქი, 50 გრ ფქვილი, 150 გრ სამარხვო მაიონეზი, დაფქული პილპილი, ოხრახუში, მარილი – გემოვნებით.

კომბოსტოს მწნილი გავწუროთ; თუ ძალიან მჟავეა, გადავავლოთ წყალი, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ სოკოს ნახარში, მოვშუშოთ ნახევრად მზადყოფნამდე. ცალკე შევწვათ დაჭრილი თავი ხახვი, დავამატოთ მოხარშული და ჩალისებურად დაჭრილი სოკო, შემდეგ მოვაყაროთ ფქვილი, შევწვათ კიდევ 5 წუთი, მოვაყაროთ პილპილი, მოვასხათ მაიონეზი, გადავიტანოთ კომბოსტოს მწნილთან, გადავურიოთ და ყველაფერი მოვშუშოთ მზადყოფნამდე. მზა კერძი გადავიტანოთ თეფშზე ან სინზე, მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.

წყარო: http://www.mzareuli.com/