მაკარონი ბოსტნეულით

400 გრ სამარხვო მაკარონი, 2,5 ლ წყალი, 50 გრ მარგარინი ან სამარხვო კარაქი, მარილი – გემოვნებით;

100 გრ დაჭრილი სტაფილო, 100 გრ დაჭრილი თავი ხახვი, 50 გრ ტომატ-პიურე, 50 გრ მწვანე ბარდა, 50 გრ მარგარინი, ოხრახუში, მარილი – გემოვნებით.

სამარხვო მაკარონი მოვხარშოთ ჩვეულებრივად (იხ. რეცეპტი #17).

სტაფილო გავრეცხოთ, დავფხიკოთ, დავჭრათ ჩალისებურად, მოვშუშოთ მარგარინში წვრილად დაჭრილ ხახვთან და ოხრახუშთან ერთად. დავამატოთ ტომატ-პიურე, მწვანე ბარდა, ყველაფერი კარგად შევურიოთ და გავაცხელოთ.

მზა მასა გადავურიოთ მოხარშულ მაკარონს. კერძი გადავატანოთ თეფშზე, მოვრთოთ დაჭრილი ოხრახუშით.

წყარო: http://www.mzareuli.com/