კატლეტი გამოძახებით

კატლეტი გამოძახებით საკმაოდ პოპულარული სერვისია საქართველოში.

კატლეტი გამოძახებით 599 06 91 51

კატლეტი  – მოკლე მიმოხილვა

კატლეტი გამოძახებითკატლეტი მთელს მსოფლიოში გავრცელებული კერძია და თითქმის ყველგან განსხვავებულად ამზადებენ. კატლეტში მოიაზრება როგორც დაკეპილი ხორცის ერთიანი, შემწვარი მასა, ისე სტეიკის მსგავსი, ხორცის მთლიანი ნაჭერი. საქართველოსა და მის შემოგარენში კატლეტი აუცილებლად დაკეპილ ხორცს გულისხმობს, რომელსაც მრგვალი და ბრტყელი ფრომა აქვს. ზოგჯერ ამბობენ, რომ კატლეტი საბჭოთა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია და სწორედ ამ პერიოდმა განაპირობა მისი პოლპულარობა. თუმცა რაც არ უნდა იყოს, დღესდღეობით კატლეტს საკმაოდ ბევრი საინტერესო ვარიაცია აქვს და უამრავი ადამიანი მიირთმევს სიამოვნებით.

კატლეტის სახეობები

ამერიკასა და კანადაში 1700-1900 წლებში კატლეტი ძირითადად შემწვარ ხბოს ხორცს გულისხმობდა. მოგვიანებით ასპარეზზე გამოჩნდა ღორის კატლეტიც. როგორც წესი ორივე ტიპის კატლეტს, ფქვილში, კვერცხში და საფანელში ავლებდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ წვავდნენ ტაფაზე მცირე ცხიმით. ავსტრალიაში ყველაზე პოპულარული ქათმის კატლეტია, თუმცა ავსტრალიურ ქათმის კატლეტს ხშირად შნიცელსაც უწოდებენ. ჰონგ-კონგში კატლეტს ხშირად ამზადებენ თევსისგან ან ზღვის პროდუქტებისგან და ბრინჯთან ერთად მიირთმევენ. ინდოელები ძირითადად ბოსტნეულს ამჯობინებენ კატლეტის თანმხლებად, ხოლო ჰამბურგერის გრილზე შემწვარ კატლეტთან ყველაზე ახლოს კი ირანული კატლეტია. ამ და სხვა უამრავი მაგალითების გათვალისწინებით, მართლაც შეიძლება დავასკვნათ, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მომზადებული კატლეტი ყველაზე განსხვავებული და დაბალანსებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კატლეტისთვის ფარშირებულ ხორცს ვიყენებთ, რომლის საშუალებითაც უფრო მარტივია ხორცის ცხიმიანობის სწორად განაწილება და ერთდრულად დაბრაწული ზედაპირისა და ცვრიანი გულის შენარჩუნება.

კატლეტის რეცეპტი

გთავაზობთ კატლეტის საკმაოდ გავრცელებული ქართული ვარიაციის რეცეპტს:

1   კგ. საქონლისა და ღორის ფარში

1   ცალი კვერცხი

3   თავი ხახვი

2   კბილი ნიორი

1   ცალი კარტოფილი

1   ცალი სტაფილო

1   კონა ქინძი და ოხრახუში

200   გრამი წყალში დამბალი პური

მარილი, წიწაკა, პილპილი

ფქვილი ამოსავლებად

მომზადების წესი:

საქონლისა და ღორის ხორცი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. ასევე გავატაროთ დაჭრილი ხახვი, კარტოფილი, ნიორი, ქინძი, ოხრახუში და წყალში დამბალი პური. სტაფილო შეგიძლიათ გახეხოთ.

ამ ყველაფერს დავამატოთ 1 ცალი კვერცხი, მარილი, წიწაკა, პილპილი და ხელით კარგად ავზილოთ.

დავყოთ პატარა გუნდებად, ფქვილში ამოვავლოთ, კატლეტის ფორმა მივცეთ და ორივე მხრიდან ცხელ ტაფაზე ზეთში შევწვათ.


კატლეტი ბრინჯითა და წიწიბურათი

მოხარშეთ გარეცხილი ბრინჯი და წიწიბურა. გადაიტანეთ თუშფალანგზე და როცა კარგად დაიწურება, გაატარეთ ხორცსაკეპში ბოსტნეულთან და წინასწარ დამბალ პურთან ერთად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. აიღეთ პატარა ულუფები, დაამრგვალეთ, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ორცხობილის საფანელში და შეწვით ტაფაზე, ცხელ ზეთში.

მასალა:

ბრინჯი – 1 ჩაის ჭიქა

წიწიბურა – 1 ჩაის ჭიქა

ხახვი – 4-5 თავი

მწვანე ხახვი – 2-3 ძირი

ნიორი – 2-3 კბილი

ოხრახუში,  ქინძი, კამა – გემოვნებით

მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით

თეთრი პური – 200 გ.

ზეთი – 0,5-1 ჩაის ჭიქა

ორცხობილას საფანელი – 1 ჭიქა

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm


გადასვლა >> 1.  კულინარია და სასმელები; 2. ფურშეტი, ქეითერინგი, საჭმელი გამოძახებით