კარტოფილი ნიგვზით

500 გრ კარტოფილი, 1 თავი ხახვი, 3/4 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 1-2 კბილი ნიორი, ღვინის ძმარი, ოხრახუში, ქინძი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

კარტოფილი გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ პატარ-პატარა ოთხკუთხედებად. ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, მარილი დავნაყოთ ერთად, გავხსნათ ღვინის ძმრით, ავურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კარტოფილი. გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ ოხრახუშით.

წყარო: http://www.mzareuli.com/