თევზის საცივი

გასუფთავებული, გარეცხილი თევზი ნახევრად მოვხარშოთ და მერე შევწვათ.წმინდად დავნაყოთ ნიგოზი ნიორთან და ყვითელ ყვავილთან ერთად და გამოვხადოთ ზეთი. ცალკე დავნაყოთ ქინზძის თესლი, წიწაკა, ქონდარი, ნედლი ოხრახუში, ცოტა მარილი და კარგად ავურიოთ დანაყილ ნიგოზში, გავხსნათ ძმარში და თევზის ბულიონის ზედაპირიდან მოხდილ სიმსუქნეში. ბულიონი ჩავასხათ სუფთა ქვაში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ავურიოთ შიგ კარგად გათქვეფილი კვერცხის გული. შემწვარი თევზი ლარნაკზე მოვათავსოთ და დავასხათ ზედ ცხელი საცივი, როცა შეგრილდება, სუფრაზე მიტანის წინ, მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

მასალა:

თევზი-1კგ

კვერცხის გული-3კვერცხის

ნიგოზი-1,5 ჩაის ჭიქა

ქონდარი-ოხრახუში-2-2ძირი

ძმარი-0,5ჩაის ჭიქა

ხახვი-4-5თავი

ნიორი-2კბილი

ქინძი, წიწაკა, მარილი-გემოვნებით.

წყარო: http://www.mzareuli.com/