ზეთში მოხრაკული ბადრიჯანი ხახვით

ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავთალოთ, დავჭრათ სიგრძეზე წვრილ ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი, დავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 1 საათამდე. გავწუროთ ხელით, რომ სიმწარე გაუვიდეს.

ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ. დავუმატოთ გაწურული ბადრიჯანი და ერთად მოვშუშოთ. როცა თითქმის მზად იქნება, დავასხათ ძმარი და გავაგრძელოთ მოშუშვა. ზეთი თუ დააკლდება დავამატოთ.

მასალა:

ბადრიჯანი – 1 კილოგრამი

ხახვი – 4-5 თავი

ზეთი – 0,5 ჩაის ჭიქა

ძმარი – 1 სუფრის კოვზი

მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/