ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, მოვშუშოთ კარაქში, დავასხათ წყალში გახსნილი ახალი დო და თხუთმეტი წუთი ვადუღოთ. შევაზავოთ მარილით, შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ნელ-ნელა ჩავუშვათ გათქვეფილი კვერცხები. შეიძლება დავუმატოთ წვრილად დაჭრილი პიტნა.
მასალა:
დო – 2 ჩაის ჭიქა
ხახვი – 2 თავი
კარაქი – 50 გრამი
კვერცხი – 3 ცალი
წყალი – 3 ჩაის ჭიქა
მარილი – გემოვნები
…
წყარო: http://www.mzareuli.com/