ახალი (მწვანე) ტყემლის საწებელი (1)

გადარჩეული და გარეცხილი ტყემალი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ ფარავდეს, დადგით ცეცხლზე და მოხარშეთ. შემდეგ გადაწურეთ და წვენი შეინახეთ ცალკე ჭურჭელში, ტყემალი გახეხეთ საწურზე. ხორცსაკეპში გაატარეთ ქინძი, ომბალო, კამა, ცერეცო, ნიორი. წიწაკა და მარილი დანაყეთ ერთად. ყველაფერი შეურიეთ გახეხილ ტყემალს. თუ სქელი გამოვიდა, დაუმატეთ თავისივე წვენი.

მასალა:

ტყემალი – 1 კგ.

მარილი, წიწაკა – გემოვნებით

ომბალო – 2 კონა

ნიორი – 2 კბილი

ქინძი, ცერეცო, კამა – თითო პატარა კონა

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm