ვინეგრეტი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

კარტოფილი – 2-3 ცალი;
ჭარხალი – 1 ცალი;
სტაფილო – 1-2 ცალი;
კომბოსტო – 100-150 გრამი;
ხახვი – 1 თავი;
მჟავე კიტრი – 2-3 ცალი, საშუალო ზომის;
მცენარეული ზეთი;
მწვანე ხახვი – სურვილისამებრ;
მარილი.

მომზადება: კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილი გავრეცხოთ და მოვხარშოთ, ან შევწვათ ფოლგაში გახვეული აირღუმელში. მოხარშულ ბოსტნეულს მოვაცალოთ კანი და დავჭრათ კუბიკებად. კომბოსტო დავჭრათ თხლად, მჟავე კიტრი – კუბიკებად, ხახვი – ძალიან წვრილად. მოხარშულ და დაჭრილ ჭარხალს დავამატოთ ცოტა ზეთი და ავურიოთ, ამის შემდეგ ის წითლად აღარ შეღებავს სხვა ბოსტნეულს. დანარჩენი დაჭრილი ინგრედიენტები (კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, მჟავე კიტრი, კომბოსტო შევაზავოთ ზეთით და ავურიოთ აკურატულად. დავამატოთ ჭარხალი და მოვაყაროთ მარილი. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი.