Category Archives: კატეგორიის გარეშე

ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხით

მასალად საჭიროა: 300 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 2 მოხარშული კვერცხი, 2 ცალი სტაფილო, 1 კიტრი, ბოლოკი, 100 გრამი დაკონსერვებული მწვანე ბარდა, 200 გრამი არაჟანი. მომზადების წესი: მოვხარშოთ ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, დავჭრათ წვრილად, ავურიოთ დაჭრილ კიტრს, ბარდას, გახეხილ ბოლოკს და მოვასხათ არაჟანი. ზემოდან მოვაყაროთ მოხარშული დაჭრილი კვერცხი. … წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

ბოლოკით

მასალად საჭიროა: 300 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 1 თავი ხახვი, 1 ცალი მჟავე კიტრი, ბოლოკი, მწვანილები, 100 გრამი არაჟანი. მომზადების წესი: მოვხარშოთ ყვავილოვანი კომბოსტო, დავტეხოთ წვრილ ნაწილებად, შევურიოთ წვრილად დაჭრილ ხახვს, მწვანილს, მჟავე კიტრს, გახეხილ ბოლოკს და მოვასხათ მაიონეზი. … წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

ყვავილოვანი კომბოსტო ქათმით

მასალად საჭიროა: 300 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 150 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, 100 გრამი დაკონსერვებული მწვანე ბარდა, 1 სტაფილო, ოხრახუში, 100 გრამი მაიონეზი. მომზადების წესი: მოვხარშოთ ყვავილოვანი კომბოსტოს ნაწილაკები, სტაფილო და ქათმის ხორცი. სტაფილო და ქათმის ხორცი დავჭრათ კუბიკებად. ავურიოთ კომბოსტოსთან, ბარდასთან და შევკმაზოთ მაიონეზით. მოვრთოთ ოხრახუშით. … წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო

მასალად საჭიროა: 500 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 3 კვერცხი, 100 გრამი ყველი, 50 გრამი ნაღების კარაქი. მომზადების წესი: ყვავილოვანი კომბოსტოს ნაწილაკები მოვხარშოთ მარილიან წყალში მხოლოდ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ თითოეული ამოვსვაროთ ათქვეფილ კვერცხში და ცხელ, ცხიმიან ტაფაზე მოვათავსოთ. შევწვათ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი ყველი და დავუმატოთ ნაღების კარაქი. … წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზით

მასალად საჭიროა: 500 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 200 გრამ მაიონეზი. მომზადების წესი: ყვავილოვანი კომბოსტოს ნატეხები მსუბუქად მოვხარშოთ მარილიან წყალში, დავაწყოთ ტაფაზე, დავასხათ მაიონეზი და შევდგათ აირღუმელში. … წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო ხაჭოთი

მასალად საჭიროა: 200 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 100 გრამი ხაჭო, 2 კვერცხი, 100 გრამი ყველი. მომზადების წესი: ყვავილოვანი კომბოსტო წვრილად დავჭრათ, ხაჭო ავსრისოთ, ყველი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ, დავუმატოთ კვერცხი. მასა ტაფაზე მოვათავსოთ და შევდგათ აირღუმელში 25 წუთის განმავლობაში. … წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

ყვავილოვანი კომბოსტო მწვანე ბარდით

მასალად საჭიროა: 300 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 200 გრამი დაკონსერვებული მწვანე ბარდა, 2 მოხარშული კვერცხი, 250 გრამი არაჟანი. მომზადების წესი: მოვხარშოთ ყვავილოვანი კომბოსტოს ნატეხები, ავურიეთ ბარდას, წვრილად დაჭრილ კვერცხს და ზემოდან მოვასხათ არაჟანი. მარილი მოვაყაროთ გემოვნებით. … წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა

მასალად საჭიროა: 300 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, ლიმონი, მცენარეული ზეთი. მომზადების წესი: მოვხარშოთ ყვავილოვანი კომბოსტო მარილიან წყალში, დავტეხოთ ნაწილებად, დავუმატოთ ლიმონის წვენი და შევკმაზოთ ზეთით. … წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

ნამცხვარი “ზებრა”

მასალა: კვერცხი – 5 ცალი; შაქრის ფხვნილი – 3 ჩაის ჭიქა; კარაქი – 200 გრამი; არაჟანი – 1 ჩაის ჭიქა; კაკაოს ფხვნილი – 5 სუფრის კოვზი; რძე ან წყალი – 4 სუფრის კოვზი; სოდა, ძმარი, ვანილი – გემოვნებით. 5 მთლიანი კვერცხისა და 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი, დავამატოთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, სოდა, ძმარი,

Read More

ფხალიანი ხაჭაპური

უმი ჭარხლის ფოთოლი წვრილად დავჭრათ, დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე ხნით. ამის შემდეგ კარგად გავწუროთ, ავურიოთ შიგ დაფხვნილი იმერული ყველი. ასეთი წესით მომზადებული ფხალი მოვათავსოთ შემდეგნაირად მომზადებულ ცომში: საფუვრიანი ცომის მოსამზადებლად საჭიროა ავიღოთ 2 ჩაის ჭიქა სითხე (რძე ან წყალი), გავათბოთ (დაახლოებით 30 გრადუსით), გავხსნათ შიგ საფუარი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

Read More