Category Archives: კატეგორიის გარეშე

აჭარული კერძი – იახნი

მსუქანი ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად (შეიძლება ძვლებიანადაც), დავასხათ წყალი ისე, რომ კარგად ფარავდეს და ვადუღოთ. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. ნახევრად მოხარშულ ხორცს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წმინდად დანაყილი ნიგოზი შეზავებული ზაფრანით, შავი პილპილით, ხმელი ქინძით და მარილით. ქურიდან გადმოდგმისას დავამატოთ დანაყილი ნიორი. მასალა: ხორცი – ორი კილოგრამი ხახვი – 0,5 კილოგრამი ნიგოზი – 1

Read More

ძროხის ხორცის სუპი მჟაუნით

თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭრილი მსუქანი ძროხის ხორცი კარგად გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავადგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვსადოთ ქაფი, ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი, ცოტა მოგვიანებით დაჭრილი ხახვი და სტაფილო. სანამ ხორცი მოიხარშება, დავჭრათ მწვანე ხახვი და მოვშუშოთ კარაქში, შევურიოთ ფქვილი და ვშუშოთ. დავასხათ ხორცის ნახარში (გაწურული ბულიონი), ჩავამატოთ მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, დაკეპილი ახალი მჟაუნა,

Read More

მწვანე სუპი

ხორცი დავჭრათ, კარგად გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად, მოვხრაკოთ ერბოში და ჩავუშვათ ბულიონში; მასთან ერთად ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიახურისა და ოხრახუშის თეთრი ძირები. ცალკე შევამზადოღ მჟაუნისა და ისპანახის ფაფა (ჩავხარშოთ კარგად, რომ ფაფის სახე მიიღოს) და ჩავასხათ სუპში. ვადუღოთ კიდევ 10-15 წუთი. თეფშებზე დასხმულ კერძებს დავამატოთ თხელ ფენებად დაჭრილი მაგრად

Read More

ძროხის ხორცის სუპი პამიდვრით

ძროხის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი; დავამატოთ დაფნის ფოთოლი, ხახვი, ოხრახუში, ნიახური, პილპილის მარცვლები. როცა მოიხარშება, წვენი გავწუროთ და ისე დავასხათ ხორცს. პამიდორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოვხარშოთ ცალკე ქვაბში, გავწუროთ საცერზე და დავასხათ ხორცს. ვადუღოთ კიდევ 10-15 წუთი. გამორთვის წინ თანდათანობით ავურიოთ შიგ კარგად გათქვებილი

Read More

ძროხის არტალის სუპი

დეკეულის ახალი, მსუქანი არტალა (კანჭი) გავასუფთავოთ, გავჭრათ 3-4 ნაწილად, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი და ვხარშოთ დიდხანს, სანამ ძარღვებიანი ხორცი შიგ არ ჩაიშლება. ჩავამატოთ დაფნის ფოთოლი, ნიახური, ხახვი, სტაფილო. ხარშვის ბოლოს შევკაზმოთ დანაყილი ნივრით, დაჭრილი ნიახურითა და მარილით. მასალა: ძროხის კანჭი ხახვი – 2 თავი სტაფილო – 2-3 ცალი

Read More

ცხვრის ხორცის ბუღლამა

ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად. მსუქანი ცხვრის ხორცი ნაჭრებად დავჭრათ და გავრეცხოთ. პამიდორი დავჭრათ ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ; კარტოფილი გავფცქვნათ და შუა-შუა გავჭრათ. ქვაბში ერთ ფენად ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი, შემდეგ ფენებად დავაწყოთ ხორცი, კარტოფილი, ზემოდან დავასხათ პამიდორი, დავამატოთ დანაყილი პილპილი ან წიწაკა, მარილი და დაჭრილი ქინძი. ქვაბს სახურავი დავახუროთ, დავადგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ ხორცი

Read More

ქათმის ბუღლამა

გასუფთავებული, მსუქანი ქათამი დავჭრათ ნაჭრებად, ქვაბში მოვათავსოთ და ნახევრად მოვხარშოთ. გარეცხილი, დამტვრეული მწვანე ლობიო მოვხარშოთ მარილიან წყალში. ხახვი ძალიან წვრილად დავჭრათ და ერბოში მოვშუშოთ. პამიდორს კანი მოვაცილოთ, დავჭრათ ნაჭრებად და შევურიოთ მოშუშულ ხახვს. ნახევრად მოხარშულ ქათამს დავუმატოთ მწვანე ლობიო, პამიდორი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, რეჰანი, ქინძი, წიწაკა და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. მასალა: მსუქანი ქათამი

Read More

ქათმის სუპი ლიმონით და კვერცხით

კარგად გასუფთავებული საშუალო ზომის ქათამი ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ვხარშოთ; დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, დავამატოთ ხახვი, ჩავაგდოთ შუაზე გაჭრილი ლიმონი და კიდევ ვადუღოთ. ამოვიღოთ მოხარშული ქათამი, ბულიონში კი ჩავყაროთ ატრია ან ვერმიშელი. როცა მოიხარშება გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვიღოთ მოხარშული ლიმონი, სუპში კი შევურიოთ ქინძი, ოხრახუში, კამა, კარგად ათქვეფილი კვერცხის გული და მარილი. სუპიდან ამოღებული ქათამი

Read More

ქათმის სუპი ყვავილოვანი კომბოსტოთი

საშუალო ზომის ქათამი გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. ჩავხარშოთ ყვავილოვანი კომბოსტო. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ერბოში და შევურიოთ ბულიონში, დავამატოთ ლიმონის წვენი, კარგად ათქვეფილი კვერცხის გული და მარილი. სუპს შეგვიძლია დავუმატოთ პამიდვრის პიურე ან ტომატი. მასალა: საშუალო ზომის ქათამი ხახვი – 3-4 თავი ატრია ან ვერმიშელი – 100 გრამი ლიმონი – 1 ცალი

Read More

ქათმის სუპი

გასუფთავებული, მსუქანი ქათამი დავჭრათ ნაჭრებად. ერთმანეთში ავურიოთ დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, ხახვი, დანაყილი ნიგოზი, მიხაკი, დარიჩინი, შავი პილპილი, მარილი. ქვაბში ერთ წყებად ჩავაწყოთ დაჭრილი ქათამი, ზემოდან მოვაყაროთ გამზადებული მასალა, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი თავის საკმაზით კარგად დაიფაროს. დავამატოთ ძმარი. ქვაბს დავახუროთ სახურავი და ვადუღოთ, სანამ ქათამი არ მოიხარშება. ხარშვის დროს რამდენიმეჯერ მოვურიოთ კოვზით. მასალა:

Read More