ქამბალა ღვინის საწებლით
გასუფთავებული თევზი დავჭრათ მცირე ნაჭრებად, ჩავაწყოთ ქვაბში, დავუმატოთ ოხრახუში, ხახვი, მიხაკი, დაფნის ფოთოლი, მარილი, დავასხათ ღვინო, წყალი, დავახუროთ ქვაბს სახურავი, დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ 25-30 წუთი. მოხარშული თევზი ქვაბიდან ამოვიღოთ, ბულიონი გავწუროთ, სუფთა ქვაბში ჩავასხათ, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 10-15 წუთი. მერე დავუმატოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი და წამოდუღების შემდეგ ცეცხლიდან გადმოვდგათ. მოხარშული თევზი ლანგარზე მოვათავსოთ,