Category Archives: კატეგორიის გარეშე

ხბოს ხორცის კუპატი

ხბოს ხორცის კუპატი მზადდება ისევე, როგორც სხვა ხორცის კუპატი. აქაც საჭიროა წვრილად დაჭრილი ღორის ან ხბოს ქონი, ბულიონი, ბროწეული, ნიორი, ცოტა წიწაკა (შავი ან წითელი). კუპატი სუფრაზე შემწვარი უნდა მივიტანოთ. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ღორის ღვიძლის კუპატი იმერულად

ღორის ნაწლავები კარგად გავრეცხოთ, როგორც ზევით არის აღწერილი. ღორის ღვიძლს დავამატოთ დაახლოებით მისი წონის მეოთხედი მსუქანი ღორის ხორცი, დავჭრათ წვრილად, ერთი წუთით ჩავყაროთ მდუღარე წყალში, შემდეგ გავწუროთ, ჩავყაროთ ღრმა ტაფაში და თავის სიმსუქნეში მოვშუშოთ. როდესაც მზად იქნება, გადმოვდგათ და შევაზავოთ ხახვით, ნივრით, კოწახურით, ხმელი სუნელით, მარილით, დაფქული შავი პილპილით. ყველაფერი ეს კარგად ავუროთ, ჩავდოთ გასუფთავებულ

Read More

ღვიძლის ძეხვი თუშურად

ბატკნის ან ცხვრის ღვიძლი დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ დაკეპილი ხახვი, ოხრახუში, პილპილი, მარილი და კარგად ავურიოთ. ავიღოთ ღვიძლის ფარი და დავჭრათ ოთხკუთხედ ნაჭრებად. თითოეულ ნაჭერში ტოლმისებურად შევახვიოთ ღვიძლის გულსართი. შეხვეული ძეხვები დავაწყოთ ცხელ ტაფაზე და შევწვათ ერბოში, ისე რომ ორივე მხრიდან კარგად დაიბრაწოს. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ რგოლებად, თხლად დაჭრილი ხახვი, კამა, ოხრახუში. ასეთივე წესით შეიძლება მომზადდეს

Read More

ფაშვის გარსში შეხვეული შემწვარი ხორცი პამიდვრის საწებლით

მსუქანი ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი და ხახვი ძალიან წვრილად დავკეპოთ, დავუმატოთ პილპილი, მარილი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, კამა, გათქვეფილი კვერცხი და კარგად ავზილოთ. ასეთი წესით გამზადებული ხორცი მოვათავსოთ გასუფთავებულ, გარეცხილ ფაშვის გარსში და სევახვიოთ ისე, რომ შიგთავსი არ ჩანდეს. შემდეგ დავაწყოთ დაფაზე და კარგად შევწვათ. შეწვის დროს გამოყოფილი სიმსუქნე სუფთა ქვაბში გადავიტანოთ, დავუმატოთ წვრილად დაკეპილი

Read More

ცხვრის გულ-ღვიძლის ყაურმა

ერთი ცხვრის გულ-ღვიძლი თავისი ფარით კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ ნაჭრებად. ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავუმატოთ დაჭრილი გულ-ღვიძლი თავისი ფარით და კარგად მოვხრაკოთ ნელ ცეცხლზე. როცა აღნიშნული მასალა მოიხრაკება, დავუმატოთ მარილი, დანაყილი პილპილი, წვრილად დაჭრილი ტარხუნა, ათი წუთი კიდევ ვხრაკოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მასალა: გულ-ღვიძლი და ფარი – 1 ცხვრის ხახვი – 4-5 თავი ტარხუნა –

Read More

ცხვრის მოხრაკული გულ-ღვიძლი კვერცხით

ცხვრის გულ-ღვიძლი და ფილტვი გავრეცხოთ, დავკეპოთ წვრილად, დავუმატოთ ძალიან წვრილად დაკეპილი ხახვი, პილპილი, მარილი, კარგად გათქვეფილი 2-3 კვერცხი, ერთმანეთში ავურიოთ და მოვათავსოთ ერბომოსხმულ ცხელ ტაფაზე. როცა ერთი მხარე შეიწვება, გადავაბრუნოთ და შევწვათ მეორე მხარეც. მასალა: ცხვრის გულ-ღვიძლი, ფილტვი – 1 კილოგრამი ხახვი – 3-4 თავი კვერცხი – 3-4 ცალი პილპილი, მარილი – გემოვნებით … წყარო:

Read More

ღვიძლი ბროწეულის წვენით

გასუფთავებული, გარეცხილი ღვიძლი ერთი სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ცხიმიან, ცხელ ტაფაზე. ბროწეულის წვენში ავურიოთ მარილი, დანაყილი წიწაკა და ძალიან წვრილად დაჭრილი ქინძი. შემწვარი ქინძი ლანგარზე დავაწყოთ, დავასხათ შეწვის დროს გამოყოფილი სიმსუქნე და შეზავებული წვენი. მასალა: ღვიძლი – 1 კილოგრამი ცხიმი – 3-4 სუფრის კოვზი ბროწეულის წვენი – ჩაის ჭიქა ქინძი –

Read More

ღორის კუჭმაჭი

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი კუჭმაჭი (ღვიძლი, გული, ელენთა, ფილტვი) დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ცხიმში მოვშუშოთ. ხახვი დავჭრათ, დავუმატოთ კუჭმაჭს და კარგად მოვხრაკოთ თავისივე გამოყოფილ ცხიმში. შევაზავოთ მარილით, პილპილით, წიწაკით, ქონდარით (შეიძლება ხმელი ქონდარიც), ქინძით. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ მარცვლებად დარჩეული ბროწეული. მასალა: კუჭმაჭი – 1 კილოგრამი ღორის ქონი – 200 გრამი ხახვი – 5-6

Read More

გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი კუჭმაჭი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ, გავაცივოთ და დავჭრათ წვრილ ოთხკუთხედ ნაჭრებად. ავურიოთ წმინდად დაჭრილი ხახვი, ქონდარი. დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი, (ხმელი) სუნელი, ნიორი, გავხსნათ ბულიონში, დავამატოთ ძმარი (ან ბროწეულის წვენი), მარილი და ავურიოთ მოხარშულ კუჭმაჭში. თუ კუჭმაჭი ძალიან მშრალი გამოვიდა, დავამატოთ ბულიონი. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ

Read More

შემწვარი ღორის ხორცი

მსუქანი ღორის ხორცის მთლიანი ნაჭერი გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი, მოვათავსოთ ტაფაზე (მსუქანი ზემოთ) და შევდგათ ღუმელში შესაწვავად. დროდადრო ზემოდან დავასხათ მისგანვე გამოშვებული წვენი. შეწვის დროს დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და წყალში დამბალი შინდის ჩურჩა. შემწვარი ღორის ხორცი ნაჭრებად დავჭრათ, ლამაზად დავაწყოთ ლანგარზე, მოვუწყოთ შემწვარი კარტოფილი და ზემოდან მოვასხათ თავისივე წვენი. … წყარო: http://www.mzareuli.com/