ძროხის მსუქანი ხორცი ნაჭრებათ დავჭრათ, კარგად გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ბლომად წყალი და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. ხარშვის დამთავრებამდე, დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, ჩავყაროთ შიგ გარჩეული და გარეცხილი ბრინჯი, დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, ტყემლის ტყლაპი, დანაყილი ნიორი, მარილი წიწაკა და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე.
მასალა:
ძროხის ხორცი-1კგ
ბრინჯი-1ჩაის ჭიქა
ხახვი-4-5-თავი
ქინძი-5ძირი
ოხრახუში-5ძირი
ტყემლის ტყლაპი-200გრ
ნიორი, წიწაკა, მარილი-გემოვნებით.
…
წყარო: http://www.mzareuli.com/