პიცა “ტარანტელა”

ინგრედიენტები:

300 გრ.ცომი,

200 გრ. მოხარშული ხორცი

200 გრ. მოხარშული სოსისი

100 გრ. ტომატი

100 გრ. გახეხილი ყველი

3 ს/კ. ზეითუნის ზეთი

100 გრ. ზეთის ხილი.

პიცის ცომი:

1 კგ მზა ცომისთვის საჭიროა: 700 გრ. ხორბლის ფქვილი; 200 მლ. წყალი; 100 მლ. ზეთი; 20 გრ. საფუარი; 1/2 ჩაის კოვზი მარილი.

ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, დავამატოთ თბილ წყალში გახსნილი საფუარი, მარილი, ზეთი და მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ ტილო, დავდგათ თბილ ადგილას, 1,5-2 საათით. როცა ცომი აფუვდება, ხელახლა მოვზილოთ.

ცომი გავაბრტყელოთ, დავდოთ ტაფაზე, წავუსვათ ზეთი, ზემოდან დავალაგოთ წვრილად დაჭრილი მოხარშული ხორცი, წავუსვათ ტომატი, დავალაგოთ რგოლებად დაჭრილი სოსისი და ზეთისხილი. მოვაყაროთ გახეხილი ყველი, მოვასხუროთ ზეითუნის ზეთი, შევდგათ ცხელ ქურაში და ვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში.

….

წყარო: http://lenta.ge/?cat=16