პიცის გამოძახება

პიცის გამოძახება საქართველოში საკმაოდ პოპულარული სერვისია.

პიცის გამოძახება >> https://fursheti.medgeo.net/2019/11/18/პიცა-გამოძახებით/

პიცის როლი მსოფლიო კულინარიაში

პიცის გამოძახებადაწმუნებული ვარ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ პიცა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კერძია მსოფლიოში, თუმცა აღსანიშავია, რომ ის ერთ-ერთ უძველეს კერძადაც ითვლება. ხშირად ამბობენ, რომ პიცა ჯერ კიდევ მაშინ ჩაისახა, როცა ადამიანმა ცომის მოზელა ისწავლა – ერთი შეხედვით მართლაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მასზე სხვადასხვა ინგრედიენტებიც დაელაგებინა გამოცხობამდე. თუმცა პიცის სამშობლოდ მაინც ძველ საბერძნეთს, ხოლო მისი წარმოშობის თარიღად კი დაახლოებით 2500 წლის წინანდელ პერიოდს მოისაზრებენ. ძველ საბერძნეთში პიცას „პლაკუნტოსი“ ერქვა და მისი მომზადებისას ძირითადად ცომზე განაწილებულ ყველს, კარაქს, ნიორს, ზეთისხილსა და სხვადასხვა მწვანილეულობას იყენებდნენ. აღსანიშნავად ღირს ის ფაქტიც, რომ პიცა ერთ-ერთი ყველაზე ადაპტირებადი და ტრანსფორმაციის მოყვარული კერძია – დღესდღეობით მისი უამრავი სახეობა და იმდენივე ინტერპრეტაცია არსებობს, რამდენ ადამიანსაც მოუმზადებია. ალბათ სწორედ ამიტომ არის ის დღემდე მსოფლიოს უსაყვარლესი და ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კერძი.

პიცის გამოძახება >> https://fursheti.medgeo.net/2019/11/18/პიცა-გამოძახებით/

საინტერესო ისტორია

დღესდღეობით პიცის სახელი ძველ საბერძნეთზე მეტად იტალიას უკავშირდება, რაც სავსებით სამართლიანია, რადგან პიცის იმ სახითა და გემოვნური თვისებებით მომზადება, რომელიც დღეს ასე გვიყვარს, სწორედ იტალიაში დაიწყეს, დაახლოებით 200 წლის წინ, როცა პიცა წარმოუდგენელად პოპულარული გახდა იტალიელ გლეხებსა და მეზღვაურებს შორის. დიდგვაროვანთა მაგიდებზე პიცამ უმეტესწილად ევროპაში პომიდვრის გამოჩენის შემდეგ გადაინაცვლა. ამ პერიოდშივე შეიქმნა პიცის რამდენიმე, დღემდე პოპულარული სახეობაც, ერთ-ერთის ისტორია კი დედოფალ მარგარიტას უკავშირდება: უმბერტო I ერთ ზაფხულს საკუთარ მეუღლესთან ერთად ნეაპოლში ატარებდა. სასახლეში ცნობილი პიცის მომმზადებელი – „pizzaioli“ რაფაელე ესპოზიტო მიიწვიეს, მან სამნაირი პიცა მოამზადა, მათ შორის ერთი იტალიის დროშის ფერებში, პომიდვრით, მოზარელათი და მწვანე რეჰანით. ამ პიცამ დედოფალი აღაფრთოვანა და მისი სახელიც მიიღო.

საქართველოში პირველი პიცერია 1999 წელს გაიხსნა, იგი რაინერ კაუფმანმა გახსნა და სახელად „რაინერის პიცერია და ლუდის ბარი” უწოდა. ფაქტია, რომ პიცას არც საქართველოში გასჭირვებია ფეხის მოკიდება, რადგან იგი დღეს უკვე უდიდესი პოპულარულობით სარგებლობს.

რეცეპტი

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით პიცას ყველა ჩვენი ინტერპრეტაციის ვაცხობთ, გადავწყვიტე კლასიკური იტალიური პიცის რეცეპტი გაგიზიაროთ:

ინგრედიენტები:

  • ფქვილი 500 გ
  • გამაფხვიერებელი 3 ს/კ
  • მარილი 1/2 ჩ/კ
  • ბაზილიკი (რეჰანი) 3 ჩ/კ
  • ნივრის ფხვნილი 1/2 ჩ/კ
  • ზეთი 3 ს/კ
  • თბილი წყალი 300-350 მლ
  • მოსართავი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გავახუროთ ღუმელი 220 გრადუსსზე.
  2. ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, ბაზილიკი, თუ გვაქვს ნიორის ფხვნილი და კარგად შევურიოთ ერთმანეთს.
  3. ფქვილის ნარევს და ვუმატოთ ზეთი და თბილი წყალი. მოვზილოთ ელასტიური ცომი.
  4. პიცის საცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ფქვილი და ზედ გავაბრტყელოთ მომზადებული ცომი. გვერდები ოდნავ, ლამაზად, ამოვუკეცოთ.
  5. გამოვაცხოთ 10- 12 წუთი.
  6. ზემოდან მოვაყაროთ ყველი, ლორი, ძეხვი, ზეთისხილი ან ნებისმიერი
    სართავი რაც გვესიამოვნება და გამოვაცხოთ კიდევ 8-10 წუთი

ცომი გამოდის თხელი და ხრამუნა. 


პიცის გამოძახება >> https://fursheti.medgeo.net/2019/11/18/პიცა-გამოძახებით/

სასმელები

თუ საქმე ალკოჰოლურ სასმელს ეხება, იტალიელები პიცას ძირითადად ღვინოსთან მიირთმევენ – რაც უფრო ნაზია ღვინის გემო, მით უფრო ჰარმონიულად ერწყმის პიცის არომატულობას. რაც შეეხება უალკოჰოლო სასმელებს, პიცა იდეალურია თითქმის ყველა გამაგრილებელ თუ ნატურალურ წვენთან, ეს მხოლოდ გემოვნების საკითხია.

გადასვლა >> კულინარია