თაფლის ნამცხვრები

თაფლის ტორტი
200 გრ მარგარინი დავადნოთ, დავამატოთ 1 ჭიქა შაქარი, 2 კვერცხი, 2 ჭიქა ფქვილი; ცალკე ავრიოთ 2 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი სოდა და დავამატოთ ძირითად მასას.
გავშალოთ ცხიმწასმულ ქაღალდზე და გამოვაცხოთ დაახლოვებით 20 წუთის განმავლობაში.
წასასმელად გამოვიყენოთ: ერთმანეთში არეული და გაციებული 1 ჭიქა შაქარი და 1 ჭიქა არაჟანი.

თაფლის პრიანიკები
250 გრ პურის ფქვილი, 100 გრ. ნატურალური თაფლი, 2 გრ. სოდა, 1 კვერცხის გული (1/2 – ცომში, ½ – წასასმელად), 70 გრ. შაქარი, 30 გრ კარაქი, 50 გრ. წყალი, ლიმონი.
მოვადუღოთ სიროპი: ქვაბში მოვათავსოთ შაქარი, თაფლი და წყალი; ვადუღოთ იქამდე, სანამ დადნება შაქარი. გადავდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ ფქვილის ¾ და კარგად მოურიოთ. როდესაც ცომი გაცივდება, დავამატოთ დარბილებული კარაქი, სოდა, დანარჩენი ფქვილი, ლიმონის ცედრა. ვზილოთ ვიდრე ცომი გახდება ერთგვაროვანი. ცომი გავაბრტყელოთ 1 სმ-ის სისქემდე, გამოვჭრათ პრიანიკები და დავალაგოთ ჟარონაზე მოთავსებულ, ცხიმწასმულ ქაღალდზე. წავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ.

წყარო: www.bee.ge