კომბოსტოს მოაშორეთ უვარგისი ფოთლები, გარეცხეთ და დაჭერით წვრილ ღერებად, მოაყარეთ მარილი და ხელით ასრისეთ. როცა დარბილდება, გაწურეთ კარგად. მოათავსეთ სასალათეში, მოასხით შაქრიანი ძმარი. 30-40 წუთის შემდეგ დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი და აურიეთ კარგად.
მასალა:
კომბოსტო – 500 გ.
ძმარი – 1/4 ჩაის ჭიქა
შაქრის ფხვნილი – 0,5 ჩაის კოვზი
ზეთი – 1 სუფრის კოვზი
მარილი – გემოვნებით
….
წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm