ხორცი ტომატის გარნირით

1 კგ ხბოს ხორცი

2 ს/კ ტომატის პასტა

4 თავი ხახვი

2 ს/კ ფქვილი

მარილი

ზეთი საჭიროებისამებრ.

ბრტყლად გაჭრილი ხბოს ხორცი ჩავდოთ ზეთიან ღრმა ტაფაში ისე, რომ სანახევროდ ფარავდეს და შევწვათ. გავაკეთოთ ტომატის სოუსი: ცალკე მოვშუშოთ ხახვი ტომატის პასტაში და დავუმატოთ მოშუშული ფქვილი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მარილი. დავჭრათ ხორცი სასურველი ფორმის ნაჭრებად, დავაწყოთ თეფშზე და გვერდით გარნირად დავასხათ მომზადებული ტომატის სოუსი.

წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

Share on Facebook
Facebook
Share this...