ხორცის ტოლმა

ხორცის რბილი ნაჭერი ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ მარილი პილპილი, უმი ბრინჯი, წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილი, გათქვეფილი კვერცხი და ერთად კარგად ავზილოთ.

კომბოსტოს თავი სათითაო ფოთლებად დავარჩიოთ, მოვაჭრათ მაგარი ნაწილები, ჩავდოთ ადუღებულ წყალში და 3-5 წუთის განმავლობაში გავთუთქოთ.

შემდეგ თითოეულ კომბოსტოს ფოთოლში შევახვიოთ გამზადებული ხორცის გუფთები, ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ ძვლებისაგან მიღებული ბულიონი ან ცოტა წყალი, დავამატოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული პამიდორი (ან ერთი ჭიქა ტომატი) და დავდგათ მოსახარშად. როცა მზად იქნება, ლანგარზე ამოვალაგოთ და ზედ თავისი ნახარში წვენი დავასხათ.

მასალა:

  1. რბილი ხორცი – 1 კილოგრამი
  2. ბრინჯი – 0,5 ჩაის ჭიქა
  3. ხახვი – 3-4 თავი
  4. კვერცხი – 2 ცალი
  5. კომბოსტო – 1 კილოგრამი
  6. პამიდორი – 1 კილოგრამი
  7. მწვანილი, პილპილი, მარილი – გემოვნებით

____________________________________________

წყარო: http://www.mzareuli.com/

>>>>> კულინარია

..

Share on Facebook
Facebook
Share this...