ხაჭოს ნამცხვარი

ინგრედიენტები:

გულისთვის:

3 კვერცხი

1/2 ჭიქა შაქარი

500 გ ხაჭო

1 მწიკვი ვანილი

ცომისთვის:

100 გ კარაქი

2 ჭ. ფქვილი

1/2 ჭ. შაქარი

1/2 ჩ.კ. სოდა მარგარინი ფორმაზე წასასმელად.

მომზადება:

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, შეურიეთ საცერში გატარებული ხაჭო და ცოტაოდენ ცხელ წყალში გახსნილი ვანილი.

ცომისთვის დასრისეთ კარაქი. შეაზილეთ ფქვილი და შაქარი ფხვიერი მასის მიღებამდე. ბოლოს შეურიეთ სოდა.

ცხიმწასმულ ფორმაში მოათავსეთ ცომის ნახევარი. ზემოდან გაანაწილეთ ხაჭოს გული და მოაყარეთ დარჩენილი ცომი. შედგით ღუმელში 200ºc-ზე და აცხვეთ 15-20 წთ.

….

წყარო: http://lenta.ge/?cat=16

Share on Facebook
Facebook
Share this...