ხაში ძროხის შიგნეულისა და ჩლიქებისაგან

კარგად გასუფთავებული და თბილ წყალში გარეცხილი ძროხის ფაშვი, ნაწლავები, ჩლიქები დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად, ჩავყაროთ მდუღარე წყალში. ადუღდება თუ არა, წვენი გადავღვაროთ,ხელახლა დავასხათ ადუგებული წყალი და ვხარშოთ, სანამ წვენი არ შესქელდება და ჩლიქები კარგად არ მოიხარშება. სუფრაზე მიტანის წინ შევაზავოთ მარილით და ნივრით. თუ გვსურს ხაში თეთრი გამოვიდეს, შეგვიძლია დავამატოთ ცოტაოდენი რძე. სუფრაზე ცალკე ჭურჭელით დანაყილი ნიორი და ღვინის ძმარი.

მასალა:

ძროხის შიგნეული და ჩლიქები-2კგ

ნიორი-15-20 კბილი

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...