ჭარხალი ნიგვზით

ჭარხალი კანიანად გავრეცხოთ, შევწვათ ან მოვხარშოთ. გავაცალოთ კანი და დავჭრათ წვრილ ნაჭრებად. ნიგოზი, მარილი, ნიორი, წიწაკა ერთად დავნაყოთ, გავხსნათ ძმარში, ავურიოთ შიგ დანაყილი ქინძი და მოხარშული ჭარხალი. გადავიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ.

მასალა:

ჭარხალი – 1 კილოგრამი

ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა

ნიორი – 2 კბილი

მწვანილი – 3-3 ძირი

ძმარი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...