ჭარხალი ნიგვზით

500 გრ ჭარხალი, 1/2 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2-3 კბილი ნიორი, 1/4 ჩაის ჭიქა ღვინის ძმარი, ქინძი, ოხრახუში, წიწაკა და მარილი – გემოვნებით.

ჭარხალი მოვხარშოთ, გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ. ნიგოზი, მარილი, ქინძი, 1 კბილი ნიორი დავნაყოთ ერთად. დავამატოთ დანაყილი ნიორი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი, მარილი, გავხსნათ ღვინის ძმრით, მიღებულ მასას შევურიოთ ჭარხალი, გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ ოხრახუშით.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...