ძროხის ხორცის ჩახოხბილი

ქონისა და ძარღვებისაგან გავანთავისუფლოთ ძროხის სუკი, გავრეცხოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ კარაქი, ხახვი და ერთად მოვხრაკოთ. გარეცხილი პამიდორი დავმდუღროთ, კანი მოვაცილოთ, დავჭრათ და მოვათავსოთ მოხრაკულ ხორცში. როცა მზად იქნება, შევანელოთ მარილით, მწვანილით (ქინძი, ოხრახუში, კამა, რეჰანი).

მასალა:

ძროხის ხორცი (სუკი) – 1 კილოგრამი

პამიდორი – 1 კილოგრამი

კარაქი – 3 სუფრის კოვზი

ხახვი – 4-5 თავი

მწვანილი – 3-3 ძირი

მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...