ძროხის ხორცის სუპი პამიდვრით

ძროხის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი; დავამატოთ დაფნის ფოთოლი, ხახვი, ოხრახუში, ნიახური, პილპილის მარცვლები. როცა მოიხარშება, წვენი გავწუროთ და ისე დავასხათ ხორცს.

პამიდორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოვხარშოთ ცალკე ქვაბში, გავწუროთ საცერზე და დავასხათ ხორცს. ვადუღოთ კიდევ 10-15 წუთი. გამორთვის წინ თანდათანობით ავურიოთ შიგ კარგად გათქვებილი კვერცხი.

მასალა:

ძროხის ხორცი – 1 კილოგრამი

ხახვი – 2-3 თავი

პამიდორი – 1 კილოგრამი

დაფნის ფოთოლი – 2-3 ფურცელი

მწვანილი – 2-2 ძირი

კვერცხი – 4 ცალი

პილპილი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...