ძროხის ხორცის სუპი მჟაუნით

თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭრილი მსუქანი ძროხის ხორცი კარგად გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავადგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვსადოთ ქაფი, ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი, ცოტა მოგვიანებით დაჭრილი ხახვი და სტაფილო.

სანამ ხორცი მოიხარშება, დავჭრათ მწვანე ხახვი და მოვშუშოთ კარაქში, შევურიოთ ფქვილი და ვშუშოთ. დავასხათ ხორცის ნახარში (გაწურული ბულიონი), ჩავამატოთ მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, დაკეპილი ახალი მჟაუნა, კამა, ოხრახუში, წიწაკა. გამორთვის წინ ნელ-ნელა ჩავამატოთ არაჟანში გათქვეფილი კვერცხი.

როდესაც მზად იქნება, ჩავყაროთ მოხარშული ხორცი.

მასალა:

ხორცი – 1 კილოგრამი

კარტოფილი – 600 გრამი

მჟაუნა – 200 გრამი (1 მოზრდილი კონა)

კარაქი – 100 გრამი

მწვანე ხახვი – 1 კონა

სტაფილო – 2-3 ცალი

ოხრახუში, კამა – 3-4 ძირი

კვერცხი – 3 ცალი

არაჟანი – 200 გრამი

ფქვილი – 2 სადილის კოვზი

მარილი, წიწაკა – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...