ძროხის ხაში

კარგად გაასუფთავეთ და თბილ წყალში გარეცხეთ ძროხის ფაშვი, ნაწლავები, ფეხები, ჩაყარეთ ადუღებულწყლიან ქვაბში და დაადგით ცეცხლზე. ადუღდება თუ არა, წვენი გადაღვარეთ, დაასხით ზედ ადუღებული წყალი და ხარშეთ, სანამ წვენი არ შესქელდება და ფეხები კარგად არ ჩაიხარშება. სუფრაზე მიტანის წინ შეაზავეთ მარილით და დანაყილი ნივრით. თუ გსურთ, სუფრაზე მიტანისას ცალკე ჭურჭლით მიიტანეთ დანაყილი ნიორი და ღვინის ძმარი.

საჭირო მასალა:

» ძროხის ფაშვი _ 1 ცალი

» ძროხის ნაწლავები _ 1 ცალი

» ძროხის ფეხები _ 4 ცალი

…..

წყარო: http://gigol.net/?cat=4

Share on Facebook
Facebook
Share this...