ძროხის არტალის სუპი

დეკეულის ახალი, მსუქანი არტალა (კანჭი) გავასუფთავოთ, გავჭრათ 3-4 ნაწილად, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი და ვხარშოთ დიდხანს, სანამ ძარღვებიანი ხორცი შიგ არ ჩაიშლება. ჩავამატოთ დაფნის ფოთოლი, ნიახური, ხახვი, სტაფილო. ხარშვის ბოლოს შევკაზმოთ დანაყილი ნივრით, დაჭრილი ნიახურითა და მარილით.

მასალა:

ძროხის კანჭი

ხახვი – 2 თავი

სტაფილო – 2-3 ცალი

ნიახური – 2-3 ძირი

ნიორი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...