ძროხის ან ცხვრის ხორცის ტოლმა ვაზის ფოთოლში გახვეული (მეორენაირად)

ვაზის ფოთოლი გავარჩიოთ, მოვაჭრათ ყუნწები, გავთუთქოთ მდუღარე მარილწყალში და გადავიტანოთ საწურზე.

მსუქანი რბილი ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ და ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაკეპილ ხორცხ მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მწვანილი (ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, ქონდარი, კამა), დამბალი ბრინჯი და ერთად ავურიოთ.

ვაზის ფოთოლში შევახვიოთ თითო კაკლისოდენა გამზადებული ხორცი და ჩავაწყოთ ქვაბში ორ ფენად. შუაში და ზემოთ ჩავატანოთ კურკაგამოცლილი ალუჩა. დავასხათ წყალი ისე, რომ ფარავდეს, დავახუროთ ქვაბს სახურავი და მოვხარშოთ. როცა მოიხარშება, გადმოვიღოთ ლანგარზე წვნიანად. ცალკე მივიტანოთ მაწონი ან არაჟანი, შაქართან ერთად დანაყილი დარიჩინი.

მასალა:

  • ცხვრის ან ძროხის რბილი ხორცი – 1 კილოგრამი
  • ბრინჯი – 0,5 ჩაის ჭიქა
  • ხახვი – 2-3 თავი
  • ალუჩა – 500 გრამი
  • ვაზის ფოთოლი – საჭირო რაოდენობის
  • მაწონი ან არაჟანი – 500 გრამი
  • მწვანილი, მარილი, პილპილი, დარიჩინი, შაქარი – გემოვნებით

___________________________________________________

წყარო: http://www.mzareuli.com/

>>>>> კულინარია

..

Share on Facebook
Facebook
Share this...