ცხვრის ხორცის ჩახოხბილი

ცხვრის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში და ოდნავ მოვშუშოთ. როცა წვენი შეაშრება, დავაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი. თუ ხორცი მსუქანი არ არის დავამატოთ ცოტა კარაქი და კიდევ ვშუშოთ. დავასხათ გაფცქვნილი და დაჭრილი პამიდორი. ვხარშოთ, სანამ ხორცი კარგად მოიხარშება.

შევანელოთ მარილით და მწვანილით.

მასალა:

ცხვრის ხორცი – 1 კილოგრამი

ხახვი – 500 გრამი

პამიდორი – 1 კილოგრამი

მწვანილი (სხვადასხვა) – 3-3 ძირი

მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...