ცხვრის ხორცის ბუღლამა

ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად. მსუქანი ცხვრის ხორცი ნაჭრებად დავჭრათ და გავრეცხოთ. პამიდორი დავჭრათ ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ; კარტოფილი გავფცქვნათ და შუა-შუა გავჭრათ. ქვაბში ერთ ფენად ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი, შემდეგ ფენებად დავაწყოთ ხორცი, კარტოფილი, ზემოდან დავასხათ პამიდორი, დავამატოთ დანაყილი პილპილი ან წიწაკა, მარილი და დაჭრილი ქინძი. ქვაბს სახურავი დავახუროთ, დავადგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ ხორცი არ მოიხარშება.

ახალი პამიდვრის მაგიერ შეიძლება დავასხათ ტომატ-პიურე – გახსნილი ერთ ჩაის ჭიქა წყალში.

მასალა:

ცხვირს ხორცი – 1 კილოგრამი

ხახვი – 500 გრამი

პამიდორი – 1 კილოგრამი

კარტოფილი – 700-800 გრამი

ქინძი – 5-6 ძირი

პილპილი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...