ცხვრის მოხრაკული გულ-ღვიძლი კვერცხით

ცხვრის გულ-ღვიძლი და ფილტვი გავრეცხოთ, დავკეპოთ წვრილად, დავუმატოთ ძალიან წვრილად დაკეპილი ხახვი, პილპილი, მარილი, კარგად გათქვეფილი 2-3 კვერცხი, ერთმანეთში ავურიოთ და მოვათავსოთ ერბომოსხმულ ცხელ ტაფაზე. როცა ერთი მხარე შეიწვება, გადავაბრუნოთ და შევწვათ მეორე მხარეც.

მასალა:

ცხვრის გულ-ღვიძლი, ფილტვი – 1 კილოგრამი

ხახვი – 3-4 თავი

კვერცხი – 3-4 ცალი

პილპილი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...